ახალი ამბები

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც მდინარეში ბოთლები ჩაყარა — მას დააჯარიმებენ

1 ივლისი, 2021 • 13501
იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც მდინარეში ბოთლები ჩაყარა — მას დააჯარიმებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც მდინარეში პოლიეთილენის ბოთლებს გამიზნულად ყრიდა.

შესაძლოა, ის 2 ათასი ლარით დააჯარიმონ.  როგორც დეპარტამენტი წერს, შემთხვევა ბოლნისში მოხდა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე;

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით,“ — განმარტავს დეპარტამენტი.


ფეისბუკზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში ასობით პოლიეთილენის ბოთლებს.

მდინარეში ბოთლები გამიზნულად გადაყარეს – დაწყებულია საქმისწარმოება

მასალების გადაბეჭდვის წესი