ნეტგაზეთი | მდინარეში ბოთლები გამიზნულად გადაყარეს – დაწყებულია საქმისწარმოება მდინარეში ბოთლები გამიზნულად გადაყარეს – დაწყებულია საქმისწარმოება – Netgazeti
Batumelebi | RU

მდინარეში ბოთლები გამიზნულად გადაყარეს – დაწყებულია საქმისწარმოება

ფეისბუკზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში ასობით პოლიეთილენის ბოთლებს.

ვიდეო სავარაუდოდ საქართველოშია გადაღებული, რადგან მანქანას, საიდანაც მოქალაქეები ბოთლებს ყრიან, ქართული სანომრე ნიშნები აქვს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, სად.

ნეტგაზეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში უთხრეს, რომ მიმდინარეობს საქმისწარმოება. თუმცა, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან