ახალი ამბები

სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს – სერგეენკო ჟვანიას გადადგომაზე

30 ივნისი, 2021 • 838
სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს – სერგეენკო ჟვანიას გადადგომაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ამბობს, რომ თამარ ჟვანიას გადადგომა მისთვის “ადამიანურად” გასაგებია.

მისი თქმით, ჟვანია თვეების განმავლობაში “დაუმსახურებელი წნეხის” ქვეშ იყო და “სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”.

“ადამიანურად მესმის მისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. ასე, რომ ამ ადამიანის მესმის. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, არ მგონია. ჩემთვის უცნობია.  რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს, 30 ივნისს, გადადგა. ამის შესახებ ჟვანია “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო გაეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი