ახალი ამბები

კომიტეტმა სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

14 ივლისი, 2023 • 1621
კომიტეტმა სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა დღეს, 14 ივლისს, გაიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი მის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. ქადაგიშვილის თქმით, სერგეენკომ საგაზაფხულო სესიის 32 სხდომიდან 25 სხდომა გააცდინა.

დავით სერგეენკო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო საბურთალოს ოლქიდან.

სერგეენკო ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც გააზრებულად არ დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს. რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა მასობრივი აქციები, რომელიც ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, შემდგომ კი კანონპროექტი უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი