პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი. კენჭისყრა დღეს, 28 ივნისს გაიმართა და ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საპარლამენტო ოპოზიციიდან საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის“.
საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის
ცვლილებას; - ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის ცვლილებას;
- პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის
წესის ცვლილებას; - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს;
- საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესის ცვლილებას;
- საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა დაზუსტებას;
- საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესში კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს;
- წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად
შეფერხების აკრძალვას; - კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების წესების და ვადების ცვლილებებს;
- კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადებისა და წესის ცვლილებას;
- მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალ წესს;
- პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოთვლის წესების ცვლილებას;
- არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების
შესაძლებლობებს. - მაჟორიტარული არჩევნებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებას
ამასთან, ცვლილებების მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემა იცვლება, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.