ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პასუხობს.
ექსპერმიერმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კურდღელი რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველზე ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს მიმდინარეობისას უწოდა.
17 ივნისს გრიგოლიასთან გადაცემაში სტუმრად იყო კობახიძე, რომელსაც ჰკითხა, ეწყინა თუ არა გახარიასგან, „კურდღელი“ რომ უწოდა.
„რანაირად უნდა მეწყინოს. კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს [როდესაც გახარია პრემიერობის პოსტიდან გადადგა]. მანამდე, როცა ალყა არ დაშალა. 20 ივნისს [ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას] ვნახეთ კურდღელი. მისგან ეს მე ვერ მეწყინება“, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
წარსულში კობახიძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული გახარიას მხარდასაჭერად. მაგალითად, 2020 წლის 27 მაისს, როდესაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრის საანგარიშო გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა“. ასევე, 2020 წლის 13 ოქტომბერს:
17 ივნისს კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ გახარიას პარტია „დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა“.
ნახეთ ასევე:
ვინც აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ – პაპუაშვილი გახარიაზე