ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, განიხილება ფასდაკლებების ამოქმედება ვაქცინირებულებისთვის

15 ივნისი, 2021 • 1870
გაბუნიას თქმით, განიხილება ფასდაკლებების ამოქმედება ვაქცინირებულებისთვის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, გარკვეული ფასდაკლების პაკეტები ამოქმედდეს.

15 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიას არ დაუკონკრეტებია, რა სერვისებზე/პროდუქტებზე შეიძლება იყოს ფასდაკლება, თუმცა თქვა, რომ საკითხზე ბიზნესთან მუშაობენ.

“ასევე განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირება აღარ იქნება საჭირო. ასევე განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ასეთი ე.წ. მწვანე საშვი ექნება” ,— განაცხადა გაბუნიამ.

საქართველო COVAX-დან 700 000-მდე Novavax-ის და 130 000-მდე Johnson-ის ვაქცინას მიიღებს – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი