ახალი ამბები

საქართველო COVAX-დან 700 000-მდე Novavax-ის და 130 000-მდე Johnson-ის ვაქცინას მიიღებს – გამყრელიძე

2 ივნისი, 2021 • 977
საქართველო COVAX-დან 700 000-მდე Novavax-ის და 130 000-მდე Johnson-ის ვაქცინას მიიღებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო COVAX პლატფორმიდან 700 ათასამდე Novavax-ისა და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის ვაქცინებს მიიღებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ ვაქცინებს ქვეყანა მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში მიიღებს. შესაბამისად, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, გაიზრდება დღიური აცრების ინტერნსივობაც.

“უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის დაახლოებით 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა დაახლოებით 700 000 Novavax-ის და დაახლოებით 130 000-მდე Johnson&Johnson-ის მოწოდება.

მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი და ამისთვის ქვეყანა ემზადება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად. დღეს 130-მდე დაწესებულებაა ჩართული აცრების პროცესში, 240-ზე მეტი ამცრელი ბრიგადა, მაგრამ ეს კიდევ უნდა გაფართოვდეს, რათა ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი