ახალი ამბები

გიორგი გახარია ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

15 ივნისი, 2021 • 839
გიორგი გახარია ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე, ნატოში. ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი