ახალი ამბები

გახარიამ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა

14 ივნისი, 2021 • 1673
გახარიამ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისი გახსნა და ორგანიზაციის წევრები წარადგინა.

პარტიის “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი თავდგირიძე უხელმძღვანელებს, ხოლო აჭარის მიმართულებას პარტიაში უხელმძღვანელებს ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ოცნებიდან“, რომელმაც „ოცნება“ 2019 წელს დატოვა.

“ნებისმიერი საკითხი, როგორც ბათუმის, ასევე, აჭარის მიმართულებით, მიღებული იქნება კოლეგიალურად. აქ იქნება ყოველდღიურად მოქმედი ბორდი და არცერთ შემთხვევაში არ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ “საქართველოსთვის” იქნება პირველი პოლიტიკური ძალა და პარტია, რომლის შიდადემოკრატიული პროცესები და დემოკრატიზაციის პროცედურები იქნება უმაღლეს ხარისხზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობის შეძლების გაჩენა. ეს რომ მხოლოდ სიტყვები არ არის, ამას ყველა დაინახავს”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პარტიას “საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცალკე ექნება წარმოდგენილი რეგიონული ქალაქების განვითარების პროგრამები  და თითოეულ ქალაქში გაიმართება საჯარო განხილვები.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/349963/

მასალების გადაბეჭდვის წესი