ახალი ამბები

ვაქცინასთან დაკავშირებით არანაირი ფინანსური პრობლემა არსებობს – ფინანსთა მინისტრი

11 ივნისი, 2021 • 1421
ვაქცინასთან დაკავშირებით არანაირი ფინანსური პრობლემა არსებობს – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობას ქვეყნისთვის ხელმისაწვმდომი ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინის შეძენა შეუძლია.

მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვაქცინაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი არ ასახელებს, კონკრეტულად რა თანხა ჯდება ვაქცინების შეძენა, თუმცა ამბობს, რომ ვაქცინისთვის მობილიზებულია იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება.

“ვაქცინასთან დაკავშირებით არანაირი ფინანსური პრობლემა არსებობს. ბიუჯეტს ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინის შეძენა შეუძლია, რაც იქნება ხელმისაწვდომი ჩვენთვის. ხოლო რაც შეეხება იმ ტყუილს, თითქოს არ ვიცით, რა თანხა ჯდება ვაქცინის შეძენა, ესეც არის მტკნარი ტყუილი. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ არსებობს კონფიდენციალური კომერციული საიდუმლოება, რისი გაჟღერებითაც დაირღვევა კომერციული კონფიდენციალურობა და საფრთხე შეექმნება უშუალოდ ვაქცინების მოწოდების პროცესს”, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი