ახალი ამბები

მინისტრის თქმით, სანქციისგან თავის არიდების მცდელობის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს

26 იანვარი, 2024 • 1194
მინისტრის თქმით, სანქციისგან თავის არიდების მცდელობის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ სანქციისგან თავის არიდების მცდელობის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის გადაადგილებისას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით.

„სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე“, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი