ნეტგაზეთი | ვითიბის მობაილბანკი ანდროიდის ჩარტებს ლიდერობს ვითიბის მობაილბანკი ანდროიდის ჩარტებს ლიდერობს – Netgazeti
RU | GE  
ვითიბის მობაილბანკი ანდროიდის ჩარტებს ლიდერობს

ვითიბის მობაილბანკი ანდროიდის ჩარტებს ლიდერობს

2021 წლის მაისში, ვითიბი ბანკმა, მომხმარებლებს, სრულიად განახლებული მობიაილბანკის აპლიკაცია შესთავაზა.

მობაილბანკის განახლების მთავარი მიზანი იყო საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომსახურებების მიღების გამარტივება. ახალი მობაილბანკი შეიქმნა მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით. სწორედ ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ ახალმა აპლიკაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ რაღაც 20 დღეში საკმაო წარმატებასაც მიაღწია – ანდროიდის აპლიკაცია Google Play-ის ტოპ ჩარტში მე-2 ადგილზე განთავსდა, ხოლო iPhоnе-ის აპლიკაციამ 4.8 ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა App Store-ში. 

აღსანიშნავია, რომ პირველ 3 კვირაში აქტიური მომხმარებლების ნახევარი უკვე გადმოვიდა ახალ მობაილბანკზე და ტრანზაქციების მესამედიც განახლებულ არხებში გატარდა. ახალ მობაილბანკში შესაძლებელია:

  • მარტივი შესვლა თითის ანაბეჭდით ან სახის სკანერით
  • მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტების შეძენა უფასოდ
  • შაბლონების შექმნა და დაჯგუფება
  • მანქანის დამატება და ჯარიმების მარტივად გადახდა
  • კონვერტაცია საუკეთესო (სპეც) კურსებით
  • და სხვა სტანდარტული ოპერაციები.

ვითიბის ახალი მობაილნბანკი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და მარტივი და ინტუიტიური ნავიგაციით. განახლების ფარგლებში დაიხვეწა, გამარტივდა და აჩქარდა ყველა პროცესი. 

ციფრული საბანკო მომსახურების განვითარება ვითიბი ბანკისთვის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სრულიად განახლებული პლატფორმა ინტერნეტ და მობაილბანკისთვის შეიქმნა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელშიც ვითიბის გუნდთან ერთად მონაწილეობენ ლატვიური კომპანია UXDA და ჩეხური კომპანია BSC Praha (UX-ის და დიზაინის და ტექნიკური გადაწყვეტის მიმართულებით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი