ახალი ამბები

VTB ბანკის ლოგო ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან – კობიაშვილი

28 თებერვალი, 2022 •
VTB ბანკის ლოგო ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან – კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იუწყება, რომ VTB ბანკის ლოგოტიპი ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან ამოღებულია.

„ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული მედიიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან.

ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – წერს კობიაშვილი.

 

რუსულ ბანკებს, მათ შორის VTB ჯგუფს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლური სანქციები დაუწესდათ. ვრცლად:

VTB ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს ბაზისბანკი ყიდულობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი