ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს და ექსპრეზიდენტს მოუწოდებს, საქართველოში დაბრუნდეს და მას პირადად შეხვდეს.
ეპისკოპოს იაკობის თქმით, სააკაშვილი პრეზიდენტობის დროსაც ვერაფერს უბედავდა და “ერთიან ნაციონალურ მოჩრაობას” ურჩევს, “ბელადომანიას მოეშვან”:
“რომ გინდა ქვეყანაში პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რომ რაღაცას მეუხეშები, მაგან კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს. დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აქ და შემხვდეს… მერე ის გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა… გაქცეული რომ ხარ… ბელადომანიას უნდა მოეშვათ. ბიძინა ხომ წავიდა, წავიდეს, მაგანაც თავი დაანებოს და მელიაც სხვანაირად მოიქცევა, ხალხიც უფრო დაგიჭერთ მხარს.
მოსვლა გინდათ, ჯერ არ მოსულხართ და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ თავში. მე რომ დამიწყებენ, გაიხსენონ, 2012-ის და 2013-ის არჩევნები რატომ წააგეს?! დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ, სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო. მაგრამ თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად. ახლა რა გგონიათ, თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. ჩემი ქვეყნისთვის მე თავსაც ვდებდი და სისხლიც დამიღვრია. ეგენი გარბიან უცხოეთში. მელია ხომ დაიჭირეს, ვაჟკაცურად მოიქცა, დარჩა”, – ამბობს ეპისკოპოსი.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ქართველი კაცი, თუნდაც არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მით უმეტეს, მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს. “ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში“ ,- თქვა ეპისკოპოსმა.
სააკაშვილმა ამაზე პასუხად ფეისბუკზე დაწერა: „ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“.
ვრცლად წაიკითხეთ:
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს