ახალი ამბები

უნდა ვიცოდეთ ხელმომწერების პოზიცია – თალაკავაძე ენმ-სთვის თანამდებობების განაწილებაზე

10 ივნისი, 2021 •
უნდა ვიცოდეთ ხელმომწერების პოზიცია – თალაკავაძე ენმ-სთვის თანამდებობების განაწილებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტით ოპოზიციისთვის გათვალისწინებული საპარლამენტო თანამდებობები შეხვედებათ თუ არა იმ დეპუტატებს, რომლებიც შეთანხმებას ხელს არ აწერენ, ეს დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ.

ამ დროისთვის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ პარლამენტში წარმოდგენლი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ენმ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიები. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, მათ საპარლამენტო თანამდებობები არ სურთ. შარლ მიშელის დოკუმენტი კი ოპოზიციისთვის პარლამენტის 5 კომიტეტის თავმდჯომარის თანამდებობას ითვალისწინებს.

როგორც თალაკვაძე ამბობს, მიშელის შეთანხმების განხორციელებას მასზე ხელმოწერა სჭირდება.

“ჯერჯერობით, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს, ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას,  ხელი არ აქვს მოწერილი მიშელის შეთანხმებაზე, ჩვენ გვაინტერესებს, საბოლოო პოზიცია რა ექნებათ. ჩვენ ვთვლით, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი მიშელის შეთანხმებას, რომ ამ თემაზე ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით სრულფასოვანი კონსულტაციები დაიწყოს. თუ რომელიმე პარტია არ მოაწერს ხელს შეთანხემებას, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელმომწერი პარტიების დამოკიდებულება. მზად ვართ ამ თემაზე კონსულტაციებისთვის, როგორც კი ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა იქნება.

თუ რომელიმე არ მოაწერს ხელს, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელმომწერების პოზიცია. იმიტომ, რომ უსამართლობა იქნება, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და ის პარტია, რომელიც შეიძლება გაემიჯნოს შეთანხმებას, ჩავაყენოთ ერთნაირ პირობებში. თუმცა ამაზე ოპოზიციის დამოკიდებულება იქნება საინტერესო[…] ჩვენ გვაინტერესებს ოპოზიციის შეფასება და შემდეგ, კონსულტაციებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” საშუალებით, თუ მათ გარეშე. ჩვენი მხრიდან მზაობა იყო, როგორც კი ხელი მოვაწერეთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი