ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

4 ივნისი, 2021 • 4472
რესპუბლიკური პარტია ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

“რესპუბლიკური პარტია” ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა.

როგორც ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ის არ ეთანხმება პარტიის კურსს, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, პოლიტიკიდან მეცნიერებაში მიდის.

“რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა.

დღესვე “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ განაცხადა პარლამენტარმა თამარ კორძაიამ და მიზეზად დაასახელა, რომ მისი აზრით, ოპოზიციური პარტიებთან თანამშრომლობა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით უნდა გაეგრძელებინა.

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი