ნეტგაზეთი | თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა – Netgazeti
RU | GE  

თამარ კორძაიამ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

პარლამენტარმა თამარ კორძაიამ ფეისბუკზე დღეს, 4 ივნისს დაწერა, რომ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა.

“გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6–წლიანი თანამშრომლობა “რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა “რესპუბლიკური პარტიის” ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით, პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების”, – წერს კორძაია Facebook-ზე.

ის “რესპუბლიკურ პარტიას” წარმატებებს უსურვებს, ხოლო თავად პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

“რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ხათუნა სამნიძე, “სტრატეგია აღმაშენებელთან” და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად 3 ივნისს ახალ ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” გაერთიანდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.