ახალი ამბები

პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შეიქმნა

3 ივნისი, 2021 • 1437
პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შეიქმნა

პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გაერთიანებული არიან “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი დეპუტატები, ტარიელ ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქცია პარლამენტში წარადგინეს ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა. ამავდროულად, სამნიძემ განმარტა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მეორე წევრი საქართველოს პარლამენტში, თამარ კორძაია, ფრაქციას ჯერჯერობით არ შეერთებია.

“ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად. ფრაქციას ეწოდება “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”. ვიმუშავებთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესასრულებლად და სხვა მიზნების შესასრულებლად”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება, მოადგილე — პაატა მანჯგალაძე, ხოლო აპარატს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი