ახალი ამბები

დავით კიკალიშვილი რ2-ზე ბრუნდება

1 ივნისი, 2021 • 1940
დავით კიკალიშვილი რ2-ზე ბრუნდება

დავით კიკალიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ბრუნდება. ინფორმაცია ნეტგაზეთს ტელეკომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც რუსთავი 2-ის მენეჯმენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თაკო ფხაკაძე გვიყვება, კიკალიშვილი გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ერთ-ერთი თანაწამყვანი და ამავე გადაცემის ევროპის კორესპონდენტი იქნება.

ამ გადაცემის მეორე თანაწამყვანი კი გურამ როგავა იქნება.

კიკალიშვილი — ცნობილი ტელესახე, 20 წლის განმავლობაში, 2016 წლის ბოლომდე უძღვებოდა კვირის შემაჯამებელ გადაცემა „პოსტსკრიპტუმს“.

იგი ავსტრიაში საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა მას შემდეგ, რაც პირადი მიზეზით დატოვა „პოსტსკრიპტუმი“ და „რუსთავი 2“. კიკალიშვილის შემდეგ გადაცემას გიორგი გაბუნია უძღვებოდა. მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა და ჟურნალისტების ნაწილმა არხი დატოვა, გადაცემა შეჩერებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი