ახალი ამბები

“კომენდანტის საათის” დრო ერთი საათით შემცირდა

1 ივნისი, 2021 • 1016
“კომენდანტის საათის” დრო ერთი საათით შემცირდა

საქართველოში “კომენდანტის საათი” ერთი საათით შემცირდა.

გადაადგილების აკრძალვა საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. აქამდე “კომენდანტის საათი 05:00-მდე გრძელდებოდა.

“ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა, ბუნებრივია, ეს ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან”, – განაცხადეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი