ახალი ამბები

გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება

28 მაისი, 2021 • 1523
გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება

ხვალ, 29 მაისს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას გამართავს. უკვე ცნობილია პარტიის სახელი, მას „საქართველოსთვის“ ერქმევა.

გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. პრეზენტაციისთვის ექსპო ჯორჯიას პავილიონს უკვე ამზადებენ. როგორც ადგილზე მომუშავე პერსონალი ამბობს, ხვალ ექსპო ჯორჯიაში დაახლოებით 400 ადამიანს ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი