ახალი ამბები

გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადებია, ხმაურია [LIVE]

27 მაისი, 2021 • 841
გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადებია, ხმაურია [LIVE]

სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, ხმაურია.

შეკრებილები პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმით გამოხატავდნენ, რასაც პოლიციის მიერ ბარიკადების იმ მხარეს გადმოსვლა მოჰყვა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დგანან.

აქციის წევრები პოლიციას ისევ უკან გადასვლისაკენ მოუწოდებენ.

როგორც აქციაზე მყოფი ნეტგაზეთის რეპორტიორი იტყობინება, დაკავებულია ორი პირი. დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი