ახალი ამბები

საქართველოს ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას გავუზიარებთ — დუდა

27 მაისი, 2021 • 901
საქართველოს ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას გავუზიარებთ — დუდა

პოლონეთი საქართველოს გაუზიარებს კორონავირუსის ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენთთან შეხვედრის შემდეგ დღეს, 27 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა არ დაოუკონკრეტებია ვაქცინების გაზიარების თარიღი და რაოდენობა.

“მე დავაფიქსირე პოლონეთის ხელისუფლების მზაობა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ვიცით, რომ ვაქცინის მიწოდებები არაერთგვაროვანია და ვიწყებთ წინა პერიოდში დაგეგმილი მიწოდებების მიღებას. შევძლებთ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა. ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ პოლონეთის პრემიერთაან, ჯანდაცვის მინისტრთან, ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან და იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ, ქართველებს ჩვენი მეგობრობა ვაჩვენოთ”, — განაცხადა დუდამ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთი ემზადება, თავის თავზე აიღოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინაცია, გერმანულმა გამოცემამ Süddeutsche Zeitung-მა გაავრცელა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქართველო რამდენიმე თვეა პოლონეთთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ეს სამუშაო პროცესია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

პოლონეთი აპირებს საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინირებას — Süddeutsche Zeitung

მასალების გადაბეჭდვის წესი