ახალი ამბები

როგორ ულოცავს საქართველოს 26 მაისს სხვადასხვა ქვეყანა

26 მაისი, 2021 • 1583
როგორ ულოცავს საქართველოს 26 მაისს სხვადასხვა ქვეყანა

საქართველო დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არაერთი ქვეყანა ულოცავს. მათი ნაწილი ქვეყნის მნიშვნელოვან შენობებსა თუ დაწესებულებებს საქართველოს დროშის ფერებში ანათებს, ნაწილის დიპლომატიური კორპუსი კი ქვეყანას სიტყვით მიმართავს.

ნეტგაზეთი ამ ქვეყანათა მცირე ჩამონათვალს გთავაზობთ:

იტალია

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ მოსახლეობას 26 მაისს ქართულ ენაზე მიულოცა.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროში ფერებით გაანათეს.

დიდი ბრიტანეთი
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოულოცა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემაც.

სომხეთი

სხვა ქვეყნების მსგავსად, სომხეთი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობას ოფიციალური მიმართვით ულოცავენ. ერთ-ერთი მათგანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ალენ სიმონიანია.

პოლონეთი

პოლონეთში ვარშავის სტადიონი 26 მაისის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

უკრაინა

26 მაისთან დაკავშირებით,უკრაინაშის აქართველოს დროშის ფერებით განათდა კიევის მერიაც.

 

ესპანეთი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მადრიდის მთავარ მოედანზე

ისრაელი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან ისრაელის ელჩი, რან გიდორი ულოცავს.

ნიდერლანდები

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 21 მაისიდან 30 მაისამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობა განათებული იქნება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.

მექსიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მექსიკამაც მოულოცა

ლიეტუვა

ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო ქალაქ კაუნასში- ძველი რატუშის შენობა. ქართულ ენაზე დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ასევე მიულოცა ლიეტუვის ელჩმაც.

აშშ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. მანამდე კი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერს წერილი მისწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი