ნეტგაზეთი | პარლამენტში ამნისტიის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტში ამნისტიის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – Netgazeti
Batumelebi | RU

პარლამენტში ამნისტიის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ქართული ოცნების” წევრ ალუდა ღუდუშაურსა და “ლელოს” წევრ ლევან სამუშიას შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოხდა. დაპირისპირება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტის განხილვის დაწყებას მოჰყვა.

როგორც ალუდა ღუდუშაური ამბობს, ლევან სამუშია კომიტეტზე “შოუს მოსაწყობად” მივიდა.

“მე მას[ლევან სამუშიას] ვუწოდე ოროსანი იურისტი, მაგრამ მან მითხრა, რომ არა, მე ვარ ხუთოსანი იურისტიო. კონკრეტული პირები[“ლელოდან”] იყვნენ პროვოკაციის მოსაწყობად, შოუს დასადგამად. ამიტომ ბატონ სამუშიას და მასთან ერთად მყოფ “ლელოს წარმომადგენელს[თაზო დათუნაშვილს], როგორც ჩანს, როლი ჰქონდათ, რომ შოუ დაედგათ”, — განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სამუშიამ “ოცნების” კანონპროექტს ლუსტრაცია უწოდა და თქვა, რომ უმრავლესობის წევრებს მის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ, რასაც შოუ უწოდეს.

“შოუ რა არის მაგათთვის, მე გეტყვით, კითვაზე პასუხი რომ არ აქვთ. დავსვით კონკრეტული კითხვები და პასუხი არ აქვთ და შოუზე საუბრობენ. კონკრეტულ პასუხებს ველოდებოდით”, — განაცხადა ლევან სამუშიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი