ახალი ამბები

ლევან სამუშია “თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს

3 აგვისტო, 2020 • 1563
ლევან სამუშია “თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს

ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტია “თავისუფალი დემოკრატებს” ტოვებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სამუშია პარტიიდან წასვლის მიზეზზე არ წერს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სადაც არ უნდა იყოს, “რუსული ოცნების” წინააღმდეგ იბრძოლებს.

“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია ” თავისუფალი დემოკრატები”. წარმატებას ვუსურვებ “თავისუფალ დემოკრატებს”! სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის. P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – წერია სამუშია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი