ახალი ამბები

ლევან სამუშია „ლელოში“ გაწევრიანდა

7 აგვისტო, 2020 • 2245
ლევან სამუშია „ლელოში“ გაწევრიანდა

ლევან სამუშია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა, პარტია „ლელოში“ დღეს გაწევრიანდა.

დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც სამუშიას გაწევრიანებას მიეძღვნა, მან თქვა, რომ „ლელო“ ქართულ პოლიტიკაში ახალი ხმა და ახალი იმედია.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებები, ადამიანზე დამყარებული და ორიენტირებულია, ქვეყნის განვითარება, დასავლური მომავალი. ერთხელ და  სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო, სამართალი და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ამას მოვიტანთ“, – ამბობს სამუშია წარდგენისას.

ამავე წარდგენისას „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ლელოსთვის“ ლევან სამუშია „ყოველთვის იყო სამაგალითო პოლიტიკოსი“.

დღევანდელ ბრიფინგზე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს შემდგომ კვირაში წარადგენს.


ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტია “თავისუფალი დემოკრატებს” ტოვებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სამუშია პარტიიდან წასვლის მიზეზზე არ წერს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სადაც არ უნდა იყოს, “რუსული ოცნების” წინააღმდეგ იბრძოლებს.

“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია ” თავისუფალი დემოკრატები”. წარმატებას ვუსურვებ “თავისუფალ დემოკრატებს”! სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის. P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – წერია სამუშია

ლევან სამუშია “თავისუფალ დემოკრატებს” ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი