ნეტგაზეთი | ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – Netgazeti
Batumelebi | RU

ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან შეკრებილი პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლიციის ოფიცრები ასობით პალესტინელის მხრიდან წამოსულ აგრესიას პასუხობდნენ. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ქვებს ესროდნენ.

CNN “პალესტინის წითელ ნახევარმთმვარეზე” დაყრდნობით იუწყება, რომ შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, ორი პირი კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახამრება ადგილზევე გაეწიათ.

მანამდე ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალური განცხადება გუშინ, 20 მაისის ღამეს გაავრცელა. ცეცხლი ისრაელის დროით 02:00 საათზე შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის უშიშროების კაბინეტმა მიიღო.

ისრაელსა და ღაზას შორის კონფლიქტი 10 მაისს გამწვავდა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან. დაპირისპირებას მინიმუმ 215 პალესტინელი შეეწირა. ღაზის ოფიციალურ პირთა ცნობით, მათ შორის 63 ბავშვია. მსხვერპლის რიცხვი 12-ს შეადგენს ისრაელში, რომელთა შორისაა ორი ბავშვი.

გარეკანის ფოტო: CNN

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი