ახალი ამბები

ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

21 მაისი, 2021 • 1209
ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

როგორც BBC წერს, გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის უშიშროების კაბინეტმა მიიღო და ძალაში ადგილობრივი დროით 2:00 საათზე შევა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება ორმხრივია, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი, როდის ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის” სპიკერმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი არსებობს და ის ადგილობრივი დროით 2:00 საათზე ამოქმედდება.


კონფლიქტი 10 მაისს გამწვავდა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან. დაპირისპირებას მინიმუმ 215 პალესტინელი შეეწირა. ღაზის ოფიციალურ პირთა ცნობით, მათ შორის 63 ბავშვია. მსხვერპლის რიცხვი 12-ს შეადგენს ისრაელში, რომელთა შორისაა ორი ბავშვი.

ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის რიცხვი იზრდება — ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი