სასამართლო თითქმის ყოველთვის, სრულად ან ნაწილობრივ, აკმაყოფილებს პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ პროკურორის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს პროკურორის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების 75% დაკმაყოფილდა, 22,4% — ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო არ დაკმაყოფილდა 2,5%.

პროკურორის მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებელი წლების მიხედვით. წყარო: საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის თანახმად, 2014 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება ოჯახურ დანაშაულებზე მოთხოვნილი პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი. სხვა დანაშაულებზე კი 2014-2018 წლებში კლების, ხოლო 2018-2020 წლებში მცირე ზრდის ტენდენცია გამოვლინდა.