ახალი ამბებისამართალი

“გამოკითხავენ და გამოუშვებენ” – მინისტრის თქმით, დმანისში ჯერ არავინ დაუკავებიათ

17 მაისი, 2021 • 2811
“გამოკითხავენ და გამოუშვებენ” – მინისტრის თქმით, დმანისში ჯერ არავინ დაუკავებიათ

“დაკავებული არცერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან… გამოკითხავენ და გამოვუშვებთ”, – ეს განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა დმანისში ბოლო ორ დღეში მომხდარ ინიციდენტებთან დაკავშირებით.

“თუმცა გამოძიება დაწყებულია და რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, ეს ჯერ არ ვიცით. ამ წამს დაკავებული არავინ იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე ინციდენტის მონაწილე პირები დმანისში არ იმყოფებიან.

მინისტრის თქმით, პოლიცია იძიებს ჟურნალისტების დაზიანების ფაქტებსაც.

გომელაურის განცხადებით, ღამით საპოლიციო ძალები დმანისში დარჩებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეების შერიგების შემდეგ ინციდენტები აღარ განმეორდება.

მინისტრის თქმით, 2-დღიანი დაპირისპირებების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მსუბუქად.

დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან.

შსს-ს მთელი დღის განმავლობაში არ გაუვრცელებია ინფორმაცია, არის თუ არა მომხდარის გამო ვინმე დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი