ახალი ამბები

15-მა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი – თბილისი პრაიდი

16 მაისი, 2021 • 1916
15-მა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი – თბილისი პრაიდი

„თბილისი პრაიდის“ ცნობით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი.

თბილისი პრაიდის განცხადების თანახმად, ისინი იმედს იტოვებენ, რომ შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად.

ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს.

17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობისთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდს არ დაუსახელებია კონკრეტული პარტიები, რომელთაც ხელი მოაწერეს საერთო შეთანხმებას, თუმცა გავრცელებულ ვიდეოში ხელმომწერთა ნაწილი ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი