ახალი ამბები

სირიიდან ისრაელისკენ 3 რაკეტა ისროლეს — IDF

14 მაისი, 2021 • 1341
სირიიდან ისრაელისკენ 3 რაკეტა ისროლეს — IDF

სირიიდან ისრაელისკენ 3 რაკეტა ისროლეს: ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა(IDF) 14 მაისის ღამით გაავრცელეს.

ისრაელის მედიის თანახმად, სამივე რაკეტა ღია სივრცეში, გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე დაეცა. დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

დაუზუსტებელია, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. სირია ისრაელს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება.

1 დღით ადრე, 13 მაისს, ისრაელისკენ 3 რაკეტა ლიბანის ტერიტორიიდანაც ისროლეს. ისრაელის არმიაში თქვეს, რომ რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა და რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია. ლიბანური მედიის თანახმად, თავდასხმის უკან სამხრეთ ლიბანში მოქმედი ერთ-ერთი პალესტინური დაჯგუფება დგას.

უკვე რამდენიმე დღეა, ისრაელში დაძაბულობაა. იბომბება როგორც ისრაელის ქალაქები, ისე — პალესტინელებით დასახლებული ღაზის სექტორი. პალესტინელთა მხარეს მსხვერპლი 100-ს გადასცა, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები. მსხვერპლის რიცხვი 10-მდეა გაზრდილი ისრაელშიც, რომელთა შორის არიან როგორც ქალები, ასევე ერთი ბავშვი.

100-ზე მეტი დაღუპული: ღაზაზე შეტევა გააქტიურდა, კონფლიქტი გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი