ახალი ამბები

“სინოფარმის” ვაქცინით ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები აიცრნენ

12 მაისი, 2021 • 961
“სინოფარმის” ვაქცინით ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები აიცრნენ

დღეს, 12 მაისს, უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

დეპუტატებს იმუნიზაცია ჩინეთში წარმოებულ “სინოფარმის” ვაქცინით ჩაუტარდათ.

დეპუტატებს შორის, რომლებიც დღეს “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ, არიან: შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო ლაცაბიძე, გიორგი ამილახვარი, ალეკო ელისაშილი, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშილი, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშილი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე.

ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად შექმნილი ვებსაიტის ცნობით, 12 მაისიდან ჩინეთში წარმოებულ “სინოფარმის” ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერდება.

ვებსაიტის ინფორმაციით, “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზით ვიზიტის დასაჯავშნად რეგისტრაცია 12 მაისის 20.00 საათიდან დაიწყება.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი