ახალი ამბები

“ოცნებამ” ჩემი სამსახურიდან გაშვება მოითხოვა, ბრალდება- გახარიასთან მეგობრობა” – ლაშა გვასალია

11 მაისი, 2021 • 1202
“ოცნებამ” ჩემი სამსახურიდან გაშვება მოითხოვა, ბრალდება- გახარიასთან მეგობრობა” – ლაშა გვასალია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია  ამბობს, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამწუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება ( გუბერნატორს სთხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!! ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!..

ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის ვინ დააფუძნა სამეგრელოში “ქართული ოცნება”, ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები, ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად? ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი? ვინ იყო ერთ- ერთი იდეოლოგი “ქართული ოცნებისა”?”- წერს გვასალია.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მერის მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ. თანამდებობიდან გადამდგარი მერის მოადგილეები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

“პოლიტიკური რეპრესიები” – გახარიას თანამოაზრეებმა თანამდებობა 5 ქალაქში დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი