ახალი ამბები

მიტროპოლიტი დიმიტრი “სინოფარმით” აიცრა

10 მაისი, 2021 • 829
მიტროპოლიტი დიმიტრი “სინოფარმით” აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი კორონავირუსის “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.

მიტროპოლიტის თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

“როდესაც განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, იცი, რომ ისტორიულად ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისგან, მეტი ფიქრის დრო აღარ არის. ამით იყო გამოწვეული ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება”, — განაცხადა მიტროპოლიტმა და მადლობა გადაუხადო სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის.

მიტროპოლიტი დიმიტრი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის პირველი წევრია, რომელიც აიცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი