ახალი ამბები

მელიას გირაოს ქვითარი პროკურატურას გავუგზავნე, მიღების დასტური ამ დრომდე არ მიმიღია – სიმონიშვილი

8 მაისი, 2021 • 983
მელიას გირაოს ქვითარი პროკურატურას გავუგზავნე, მიღების დასტური ამ დრომდე არ მიმიღია – სიმონიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის ქვითარი პროკურატურას 17:42 წუთზე ელექტრონულად გაუგზავნა. ამის შესახებ სიმონიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა.

მისი განცხადებით, ქვითართან ერთად მან მისცერა პროკურატურას, რომ ქვითრის მიღება დაედასტურებინათ, თუმცა პროკურატურისგან ამ დრომდე [18:35] არ მიუღია დასტური ქვითრის მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან, სიმონიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ დასტურს დღის ბოლომდე ვერ მიიღებს, ხვალ დილით თავად ქვითარს წერილობითი სახით თავად მიუტანს პროკურატურას.

17:20 საათისთვის კი პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კვლავ ძალაშია მათი პოზიცია, რომლის მიხედვითაც გირაოს გადახდის შემთხვევაში უწყება სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე მიმართავს. თუმცა პროკურატურის განმარტებით, ამისთვის საჭიროა ანგარიშზე თანხის ასახვა ან დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ გირაოს თანხა ნამდვილად გადარიცხულია.

“ნეტგაზეთი” შეეცადა პროკურატურასთან დაკავშირებას, მიიღო თუ არა უწყებამ საიას მიერ გაგზავნილი ქვითარი, თუმცა პროკურატურისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებად გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.

წარმომადგენლობის ცნობით თანხა ორგანიზაციამ “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” გამოყო, ხელისუფლებას კი აღნიშნული თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გადასცა.

რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რომელმაც მელიას გირაო გადაიხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი