მოქალაქეების უმეტესობა ასაჩივრებს ჯარიმებს, რომლებსაც მათ შსს აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით უწესებს. პირველ ეტაპზე გასაჩივრება უშუალოდ სამინისტროში ხდება, შემდეგ კი – სასამართლოში.
ჯარიმის სამინისტროში გასაჩივრების გზამკვლევს იურისტ ნიკა სიმონიშვილისგან შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
იმ შემთხვევისთვის კი, თუ უწყება ჩვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს, შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ. ამ პროცედურისთვის სიმონიშვილმა ისევ მოამზადა დეტალური გზამკვლევი. “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს”
“გზის გადაკეტვაზე ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, მათ ნაწილს შსს-დან მოუვიდა დადგენილება [მეც, მათ შორის], რომლითაც უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე [როგორც მოსალოდნელი იყო] და ამიტომ გასაჩივრების ახალ სტადიაზე გადადიან ისინი.
ბევრმა მკითხა ამ დღეებში, რა ვქნათო და ამიტომ აქ დავწერ ინსტრუქციებს, როგორ ვიქცევით ასეთ დროს და როგორ ვასაჩივრებთ.
- როგორ უნდა მივიღო შსს-სგან დადგენილება?
შსს-მ ფოსტით უნდა გამოგიგზავნოთ და ჩაგაბაროთ დადგენილება და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. თუ ჯერ არ მოგსვლიათ, უბრალოდ დაელოდეთ და მანამდე ეს ამბები თქვენ არ გეხებათ.
- რა ვადაში ვასაჩივრებთ?
- ვის მივმართავთ საჩივრით და რამე ფორმა ხომ არ აქვს?
საჩივრით უნდა მიმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს (აღმაშენებლის ხეივანი N64);
სამართალდარღვევებზე საჩივრისთვის კანონით არაა ფორმა დადგენილი, თუმცა გარკვეული პროცესუალური საკითხების გათვალისწინება მასში აუცილებელია. დეტალურად ამის აღწერა გამიჭირდება, თუმცა შაბლონის გაზიარება, რა თქმა უნდა, შემიძლია (ყვითლად მონიშნული ადგილები იქნება შესაცვლელი).
- რას ვითხოვთ საჩივარში?
ამ საჩივარში გვაქვს ორი მოთხოვნა: ა) საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა; ბ) შსს-ს დადგენილების ბათილად ცნობა. ამიტომ საჩივარს ამ ორი დოკუმენტის ასლები აუცილებლად უნდა დაურთოთ.
- საჩივარი როგორ შეგვაქვს?
საჩივარი და თანდართული დოკუმენტები სასამართლოს უნდა წარუდგინოთ ორ ეგზემპლარად (ერთი სასამართლოსთვის და მეორე შსს-ში იგზავნება). საჩივრის ორივე ეგზემპლარი უნდა იყოს ხელმოწერილი.
საჩივარი (ორ ეგზემპლარად) უნდა ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიაში ან შეგიძლიათ გაგზავნოთ სასამართლოში ფოსტით.
- საქართველოში თუ არ ვართ ამ დროს, როგორ ვიქცევით?
სასამართლო საქმის რეგისტრაციის სერვისის (ecourt.ge) მეშვეობით შესაძლებელია საჩივრის შეტანა, მაგრამ ამისთვის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ვადაში მყოფი სერტიფიკატი და ID ბარათის წამკითხველი გჭირდებათ.
ან, უბრალოდ, მინდობილობას გაუკეთებთ ადვოკატს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნოტარიუსთან და ის შეიტანს საჩივარს.
- გასაჩივრებით ჯარიმის გადახდა ისევ გაჩერდება?
- ჯარიმის გადახდის გასაჩერებლად რა უნდა გავაკეთოთ?
- გასაჩივრებისთვის რამე გადასახდელი არის?
არა, ამ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟს არ იხდით.
- რა ვადაში განიხილავს სასამართლო საქმეს?
პრაქტიკულად რომ გითხრათ, მინიმუმ რამდენიმეთვიანი პერსპექტივაა.
დანარჩენი ნაბიჯების შესახებ სხვა დროს დავწერ, ახლა მთავარი ისაა, სასამართლოში დროულად შეიტანოთ საჩივარი. ყველას წარმატებები და თუ სხვა კითხვები გექნებათ, აქ ვარ თქვენც თუ სხვა რჩევები გექნებათ, სხვებსაც გაუზიარეთ”, – წერს სიმონიშვილი.
ამავე თემაზე: