ნეტგაზეთი | ხათუნა ზახაშვილი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა ხათუნა ზახაშვილი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა – Netgazeti
RU | GE  

ხათუნა ზახაშვილი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ჩინეთში წარმოებული “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.

“კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პანდემიის დამარცხებამდე და ჩვენს ქვეყანას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენთვის ეს დაძლევადი საკითხია. ჩვენ ყველანი, მოზრდილები, შეიძლება ერთიანად მოვბილიზდეთ და ყველამ მივიღოთ ჩვენთვის განკუთვნილი ვაქცინა და ამით ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა”, — განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

“სინოფარმის” ვაქცინით აცრა საქართველოს ნებისმერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც არის 18-დან 60 წლამდე.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი