ახალი ამბები

საქართველოში Astrazeneca-ს 43 200 დოზა შემოვიდა

6 მაისი, 2021 • 986
საქართველოში Astrazeneca-ს 43 200 დოზა შემოვიდა

საქართველოში დამატებით შემოვიდა Astrazeneca-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 43 200 დოზა.

ვაქცინების აღნიშნული დოზები საქართველომ COVAX პლატფორმიდან მიიღო და იმ პირთა მეორე დოზით ასაცრელად გამოიყენება, რომლებმაც პრეპარატის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე ინექციაზე რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისს დაიწყო. მეორე დოზებით ვაქცინაცია კი 10 მაისიდან დაიწყება.

აცრის პუნქტებში ჯავშნის გასაკეთებლად გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 1522

 

მასალების გადაბეჭდვის წესი