ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კვირის განმავლობაში “სინოფარმზე” ასაცრელად კაბინეტები დაემატება.
„კვირის განმავლობაში სულ ემატება.. შეიძლება დღეს დაემატოს 2 კაბინეტი თბილისში, ხვალ- 3 კაბინეტი ქუთაისში და ა.შ. ეს მიმდინარე პროცესია, როგორც კი დაემატება კაბინეტები… მე ვფიქრობ, მოქალაქეები ისედაც ამოწმებენ, ვისაც ინტერესი აქვს რეგისტრაციის და შეძლებენ რეგისტრაციას“, – ამბობს გაბუნია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, კვირის ბოლომდე გაიზრდება იმ საავადმყოფოების რიცხვიც, სადაც მოქალაქეები აცრას შეძლებენ.
ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში “სინოფარმით” 800-მდე მოქალაქეა აცრილი, რიგში დგას 18 ათასამდე ადამიანი. ამჟამად ქვეყანას ამ ვაქცინის 50 ათასი ადამიანის სამყოფი დოზა აქვს.
მოქალაქეები რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე – booking.moh.gov.ge-ზე გადიან. თუმცა ამ დრომდე ყველა დიდ ქალაქში სინოფარმზე ადგილები უკვე დაჯავშნილია.