ახალი ამბები

სინოფარმის ვაქცინით ამ დრომდე 793 ადამიანი აიცრა – NCDC

5 მაისი, 2021 • 778
სინოფარმის ვაქცინით ამ დრომდე 793 ადამიანი აიცრა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით [13:10 საათი] “სინოფარმის” წარმოების ვაქცინით აცრილია 793 ადამიანი. ინფორმაცია ნეტგაზეთს უწყებაში მიაწოდეს.

“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრირებულთა ვაქცინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო. გუშინვე აიცრა NCDC-ს ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც. ამავე უწყების ცნობით, 5 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 47 949 აცრა. სრულად [ორი დოზით] ვაქცინირებულია 7009 ადამიანი.

ამ დროისთვის სინოფარმის ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ ორკვირიანი პერიოდია გახსნილი. ვაქცინის რეგისტრაციის პროტალზე სინოფარმით ასაცრელად ადგილები სრულად დაჯავაშნილია თბილისსა და ბათუმში.

ყველაფერი, რაც ამ დრომდე ვიცით “სინოფარმის” ვაქცინაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი