ახალი ამბებირეკლამა

ბინის ყიდვა Area.ge-ის დახმარებით

27 აპრილი, 2021 • 1819
ბინის ყიდვა Area.ge-ის დახმარებით

ბინის ყიდვა არცთუ ისე მარტივი პროცესია, რადგან ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული უძრავი ქონების პოვნამდე საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი. ამ ყველაფერს წინ უძღვის განცხადებების მოძიება, გასაყიდი ბინების ნახვა – დათვალიერება, სხვადასხვა ვარიანტის ერთმანეთთან შედარება – შეჯერება და ბოლოს, შეძენა.

როგორ შევიძინოთ ბინა Area.ge დახმარებით?

Area.ge უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის თანამედროვე პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ბინების ყველაზე დიდი არჩევანი სხვადასხვა უბანში. ქონების შესახებ არსებული განცხადებები სრული სიზუსტით აღწერს საცხოვრებლის მდგომარეობას. მეტიც, არეას პრემიუმ სერვისი 3დ ტური იძლევა საშუალებას, დაინტერესებულმა მხარემ რეალობის სრული შეგრძნებით, დაათვალიეროს გასაყიდი ქონება, ნახოს სართულის გეგმარება, ოთახების განლაგება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

ბინები Area-ზე შეგიძლიათ, იპოვოთ სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. პლატფორმაზე არსებული ფილტრის მეშვეობით შესაძლებელია, მონიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები და თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ განცხადებებს არეა თვალწინ გადაგიშლით.

კიდევ ერთი და მთავარი უპირატესობა არის ის, რომ სახლის შეძენის მსურველს არეა იპოთეკური სესხის მოთხოვნას ონლაინ, საკუთარი საიტიდან სთავაზობს. თუ მოგეწონათ ისეთი ბინა, რომლის შესაძენადაც თანხა არ გყოფნით, ბანკში სიარულისა და წინასწარი გამოკითხვის გარეშე, პირდაპირ Area.ge-დან შეგიძლიათ, მოითხოვოთ იპოთეკური სესხი, გაიგოთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად და როგორი იქნება გადახდის გრაფიკი.

ამის შემდეგ ავსებთ უმარტივეს ფორმას თქვენი პირადი მონაცემებით და აგზავნით განსახილველად. რამდენიმე დღეში ბანკის წარმომადგენელი გიკავშირდებათ და ასე უმტკივნეულოდ იღებთ დამატებით თანხას თქვენი მომავალი სახლისთვის.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ბინის ყიდვის დროს?

არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე.

პირველი ლოკაციაა. განსაზღვრეთ რა არის მთავარი თქვენთვის, ქალაქის ცენტრში ცხოვრება, საიდანაც რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ თბილისის ნებისმიერ წერტილში მოსახვედრად, თუ შედარებით წყნარი ადგილი, გამწვანებითა და რეკრეაციული ზონით.

შეძენამდე აუცილებლად დაინტერესდით მშენებლობის ხარისხით, რა მასალითაა აგებული კორპუსი, გათვალისწინებული აქვს თუ არა დეველოპერს ენერგოეფექტურობის საკითხი – რეალურად ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ერთის მხრივ ტემპერატურული ბალანსის შესანარჩუნებლად და მეორეს მხრივ, კომუნალური გადასახადების დასაზოგად.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვეა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი დღის განრიგს იმ კონკრეტულ სახლში ცხოვრების მანძილზე. თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს არ ჰყავთ მანქანა, აუცილებლად უნდა გაიგოთ რამდენად ხშირად დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს სახლთან, რა დრო დაგჭირდებათ გაჩერებამდე მისასვლელად, კონკრეტულად რომელი სამარშუტო ტაქსი, ან ავტობუსი მიდის თქვენს სამსახურთან და იმ უახლოეს ლოკაციებთან, სადაც ყველაზე ხშირად გიწევთ მისვლა.

არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ არეას რჩევები, რომელიც საუკეთესო მეგზურია უძრავი ქონების შეძენის გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი