უძრავი ქონების ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალაშენებულ კორპუსებზე და ზოგადად, საცხოვრებელ სახლებზე მოდის.
პანდემიამ და დისტანციურმა რეჟიმმა დამსაქმებლები დააფიქრა ოფისის საჭიროებაზე. შედეგად, ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა. გასულ წელს 21-მა მოიჯარემ დატოვა სამუშაო სივრცე და 3,650 კვ.მ ფართი გათავისუფლდა.
ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონება – ბინები
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი საუკეთესოა საცხოვრებლის შესაცვლელად. მაღალი ტემპერატურა და კარგი ამინდები ბინის მაძიებლებს უმძაფრებს სურვილს, რაც შეიძლება მალე იპოვონ მათთვის შესაფერისი უძრავი ქონება.
ბინის ყიდვამდე უამრავი დეტალია განსახილველი. დეველოპერული სექტორი ითვალისწინებს მაძიებლების მრავალმხრივ სურვილებს და დიდ არჩევანს სთავაზობს მათ. არანაკლები ინტერესს იმსახურებს მეორეული ბინები, ძველაშენებულ კორპუსებში და კერძო სახლები.
რაც შეეხება, საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილ ბინებს, ასეთი ტიპის უძრავი ქონება უფრო მოთხოვნადი საკურორტო ზონებშია. საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი პანდემიამ გამოწვევების წინაშე დააყენა, რის შედეგადაც მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. შეზღუდვების პერიოდში, მყიდველები თავს იკავებდნენ ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან, მაგრამ ვაქცინაციამ გააჩინა იმედი, რომ ცხოვრება კვლავ დაბრუნდება ძველებურ რეჟიმში და ექსპერტების პროგნოზიც ამ მხრივ დამაიმედებელია.
როგორ მოვძებნოთ უძრავი ქონება?
ადრე თუ გასაყიდი ბინის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამაკლერო ბიუროებში, სამეზობლოში და უბნის მარკეტებში ეძებდნენ, ნელ-ნელა ეს სფერო დაიხვეწა, გაციფრულდა და გაჩნდა ინტერნეტ საიტები, სადაც წარმოდგენილია განცხადებები უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობით გამოირჩევა – AREA.GE გახლავთ. არეა მრავალმხრივი მომსახურებითა და სერვისებით ამარტივებს როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის პროცესს.
თუ დაინტერესებული ხართ ბინის გაყიდვით და გსურთ თქვენი განცხადება უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს, მაგრამ გიჭირთ შესაბამისად წარმოაჩინოთ თქვენი უძრავი ქონება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არეას პროფესიონალი განცხადების რედაქტორი, გამოგკითხავთ უძრავი ქონების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და თქვენს ნაცვლად შეავსებს განცხადების ფორმას. პრემიუმ სერვისი 3დ ტური კი იდეალურ მეგზურობას გაუწევს პოტენციურ მყიდველს, რათა დეტალურად დაათვალიეროს მომავალი ბინა და რეალურად შეაფასოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
არეასთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ ახალი სასიამოვნო გამოცდილება უძრავი ქონების ძიების, პოვნისა თუ რეალიზაციის პროცესში.
*სტატისტიკური ინფორმაცია მოძიებულია Colliers International Georgia-ს პლატფორმაზე www.recov.ge