ახალი ამბებირეკლამა

რა გავლენა იქონია პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე?

22 დეკემბერი, 2020 •
რა გავლენა იქონია პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე?

კოვიდ-19 მოულოდნელად დაატყდა მსოფლიოს თავს, ნელ-ნელა ფესვები გაიდგა და გაიმყარა. პირველ ეტაპზე სრულიად უცნობ ვირუსს განსაკუთრებული შიშით უყურებდა არამარტო საზოგადოება, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. გარკვეული დროის შემდეგ თითქოს ვისწავლეთ მასთან ერთად ცხოვრება და პირბადე, ანტისეპტიკი, ხელთათმანი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. მიუხედავად ამისა, პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაზე, ეკონომიკაზე, ბიზნესზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.

ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა არც უძრავი ქონების სექტორიც. შეზღუდვების პირველ ეტაპზე უძრავი ქონების ბიზნესი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი და სექტემბერ-ოქტომბერში ბინების ტრანზაქციის რაოდენობა 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ 5%-ით იყო შემცირებული.

დეველოპერული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა. დეველოპერის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის შესყიდვის მიზნით, აღებულ იპოთეკური სესხს, 5 წლის ვადით 4%-მდე ასუბსიდირებდა. შედეგად პროგრამის ფარგლებში გაცემულმა სესხების ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით 614 მილიონი ლარი შეადგინა. ამ წამახალისებელმა ფაქტორმა კი გარკვეულწილად დადებითი  გავლენა იქონია ბინების ყიდვა – გაყიდვის პროცესზე.

რა ღირს დღეს ბინის შეძენა თბილისში?

პანდემიის პარალელურად ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით შემცირდა. ექსპერტების აზრით, სამომავლო პერსპექტივაში ფასების უფრო მკვეთრი კლება გარდაუვალი იქნება. მით უმეტეს მაშინ, როცა მოთხოვნა შემცირებულია და ეს ბუნებრივიცაა უმოძრაობის, საგანგებო მდგომარეობის, კომენდანტის საათისა და სხვა მკაცრი შეზღუდვების პირობებში.

ამ ვითარებაში ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა, დღეს რა ფასადაა შესაძლებელი ბინის შეძენა თბილისში. საბურთალოზე 80-100 მ2 ბინების ფასი – $65,000-დან $95 000 -$100 000-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა ვაკეში ამავე ფართის ბინის ფასი $95 000 – $100,000-დან იწყება და სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით იზრდება. საკმაოდ მაღალია ავლაბარში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების ღირებულებაც, საწყისი ფასი $90 000, ყველაზე მაღალი კი $110 000-ია. განსხვავებული ვითარებაა გარეუბნებში, მაგალითად, გლდანში 35 000 -36 000 დოლარადაც შეძლებთ ბინის პოვნას და 50,60,70 000 დოლარის ფარგლებშიც.

თუ აპირებთ ბინის შეძენას თბილისში მეგზურად უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა Area.ge უნდა იყოლიოთ. ესაა უძრავი ქონების საიტი, სადაც  წარმოდგენილია ყველანაირი ფართის, ღირებულებისა და კეთილმოწყობის ბინა, სახლი, აგარაკი თუ კომერციული ფართი. დღეს, როდესაც ციფრული სამყარო ჩვენთვის ასე ახლობელი და მნიშნელოვანი გახდა, Area.ge ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, უმტკივნეულოდ იპოვო, შეაფასო და შეიძინო შენი ოცნების ბინა თუ სახლი. Area.ge ზედმიწევნით რეალისტურად წამოადგენს ინფორმაციას, რაც მეტ-ნაკლებად ფილტრავს არასასურველ შეხვედრებს და ციფრული სამყაროდან უკვე რეალობაში გაახლოებთ თქვენს მიზანთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი