ახალი ამბებირეკლამა

ბინის ფასები თბილისში

13 აპრილი, 2021 • 2100
ბინის ფასები თბილისში

დედაქალაქში ბინების ფასებზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. მიუხედავად, მრავალრიცხოვანი მშენებლობებისა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ყოველთვის მაღალია. დეველოპერები ითვალისწინებენ მაძიებლების სურვილებს, თანამედროვე ტრენდებს და ამის მიხედვით გეგმავენ საცხოვრებელი კომპლექსებისა თუ უბნების მშენებლობას.

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა უბნის ტიპის დასახლების, ან საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში იყრის თავს, როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე რეკრეაციული ზონა, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი, სუპერმარკეტები, თუ სხვადასხვა ტიპის მაღაზიები საშოპინგოდ, ფიტნეს ცენტრები, სათამაშო მოედნები და.ა.შ. ამით დეველოპერები პოტენციურ მესაკუთრეებს უქმნიან კომფორტს და ერთ სივრცეში სთავაზობენ ყველაფერს, რაც ყოველდღიურობაში შეიძლება დასჭირდეთ.

  • რა ახდენს ბინის ფასზე გავლენას

ბუნებრივია, რომ ისეთი ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებში სადაც, ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია, ფასი უფრო განსხვავებულია, ვიდრე განყენებულად მდგომ ახალაშენებულ, ან ძველაშენებულ  კორპუსში.

გარდა ამისა, ბინის ფასები თბილისში კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება, მაგალითად, მაძიებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლისა და ბაღის სახლთან ახლოს არსებობა, ეს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ყიდვის საკითხში.

ასეთივეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვეც. შესაძლოა ოჯახის ყველა წევრს არ ჰყავდეს მანქანა, ამიტომ თუ რა სიხშირით დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენად ახლოს ჩერდება სახლთან ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გასაგებია, რომ ცენტრალური უბანში ცხოვრება უმრავლესობისთვის მისაღები და სასურველია, თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ხმაური და სიმყუდროვე. ეს ორი რამ ერთად ვერ თანაარსებობს, ამიტომ კარგად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ბოლო პერიოდში აქტუალობა შეიძინა მაღალ სართულზე ცხოვრებამ, რისი მთავარი ხიბლიც სასიამოვნო ხედებია. მართლაც, რა სჯობს იმას, ყავის ფინჯნით ხელში თბილისს რომ გადაჰყურებ?! დღისა და ღამის მონაკვეთში ამ ხედით ტკბობა ნებისმიერს გაახარებდა. დიახ, ხედებიც ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც გავლენას ახდენს ბინის ფასებზე თბილისში.

  • რა ღირს კვადრატული მეტრი სხვადასხვა უბანში?

საბურთალოზე კვადრატულის ფასი 3,000 – 4500 ლარის ფარგლებში მერყეობს, დიდუბეში 2700 – 3000 ლარიდან იწყება. პლეხანოვზე, ახალი აღმაშენებლის მიმდებარედ და მარჯანიშვილის ქუჩაზე კვადრატულის ფასი – 4000-დან იწყება და კომფორტის და რემონტის მიხედვით მაღლა ადის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  2500 – 2800 ლარის ირგვლივ ტრიალებს, ვაზისუბანში კვადრატულს საშუალოდ 2300-2500 ლარად ნახავთ, ხოლო ავლაბარში 3400 – 4000 ლარის ფარგლებში.

  • Area – თბილისში ბინების ფართო არჩევანი

როდესაც ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებთ, როგორიც ბინის ყიდვაა, დაგჭირდებათ უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge, სადაც გასაყიდი ბინების ყველაზე მრავალფეროვანი განცხადებაა განთავსებული, მითითებულია, როგორც საერთო, ასევე კვადრატული მეტრის ფასი, ნაჩვენებია ბინა სრული სიზუსტით, მშენებარე კორპუსის შემთხვევაში რენდერები ისეა წარმოდგენილი, რომ მარტივად აღიქვათ სად და როგორ ბინას გთავაზობენ დეველოპერები მშენებლობის დასრულების შემდეგ. თბილისში ბინის მოძებნა მარტივი არ არის, ამიტომაც დაიმგზავრეთ არეა, რომელიც ბინის ყიდვა-გაყიდვის სრულ ციკლში თქვენს გვერდით იქნება და გაგიწევთ გიდობას უძრავი ქონების ბაზარზე. დიახ, არეა საუკეთესო მეგზურია ბინის შერჩევის, ყიდვისა თუ გაყიდვის საკითხში. ემეგობრეთ არეას და თქვენი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი და გამართლებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი