სად შეიძლება იპოვო სრულყოფილი ინფორმაცია, თბილისში გასაყიდი ბინების შესახებ?
ბინის ყიდვას აპირებ? წინ გრძელი, მაგრამ საინტერესო პროცესი გელის. მართალია, თბილისში საცხოვრებელი კორპუსები ელვის სისწრაფით შენდება, მაგრამ სასურველი ბინის მოძებნა მაინც დიდ ძალისხმევას მოითხოვს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დროის დეფიციტი აქვს. მოგეხსენებათ, მხოლოდ არასამუშაო დღეებში ბინის მოძებნით, სასურველი საცხოვრებლის პოვნა, თითქმის წარმოუდგენელია.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ თქვენს გონებაში უარყოფითად არ დაილექოს და ცუდ გამოცდილებად არ გექცეთ, უმჯობესია, საქმე უძრავი ქონების ყველაზე კომპეტენტურ პლატფორმას Area.ge-ს დაუკავშიროთ, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ის, რასაც გულით ეძებთ.
როგორი ფასები აქვს ბინებს თბილისში?
თბილისში ბინების ფასებს სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, ეს იქნება მშენებლობის ხარისხი, სამშენებლო მასალები, საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა თუ ადგილმდებარეობა. ლოკაციის მიხედვით საცხოვრებელს სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ღირებულება აქვს. მაგალითად, თუ დიდუბეში 60-70 მ2 ფართის ბინა საშუალო დონის რემონტით, 55 – 60 ათასი დოლარი ღირს, საბურთალოზე ამავე ფართის ბინის საყიდლად საშუალოდ 70-75 ათასი დოლარი დაგჭირდებათ. ვაკეში ფასები კიდევ უფრო მაღლა იწევს და იგივე მახასიათებლების მქონე ბინის ღირებულება საშუალოდ 90 ათას დოლარამდე ადის. ვაკეს არ ჩამოუვარდება, მეტიც, უსწრებს კიდეც მთაწმინდა, სადაც მსგავსი ბინის ფასები 95-98 დოლარიდან იწყება და საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. ფართის ზრდასთან ერთად კი ბუნებრივია, იცვლება ფასებიც.
როგორც მოვძებნოთ ბინები თბილისში?
ყველაზე მარტივი, ეფექტური, კომფორტული და მოსახერხებელი გზა შენთვის სასურველი ბინის მოსაძებნად არის პლატფორმა Area.ge. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თავმოყრილია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა შეთავაზება.
ახალაშენებულ კორპუსში ეძებ ბინას, თუ ძველში, გარემონტებული გინდა იყოს, თუ თავად მიხედავ ამ საკითხს, პარკინგს აქვს შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ გამწვანებას? ამ და სხვა დეტალებზე ინფორმაციას შენი მომავალი ბინის შესახებ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე Area.ge -ზე მიიღებ. მეტიც, აქვე ნახავ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რითაც გეძლევა საშუალება, იცოდე ატარებს თუ არა რაიმე ვალდებულებას შენი შერჩეული ბინა, მაგალითად, ყადაღა ხომ არ ადევს და.ა.შ.
თუ სახლის საყიდლად თანხა გაკლდება და იპოთეკური სესხის აღებას გეგმავ, შორს წასვლა, არც ამ შემთხვევაშია საჭირო. პლატფორმაზე მითითებულია იპოთეკური სესხის ველი, სადაც გამოთვლი, სავარაუდოდ რა თანხის გადახდა მოგიწევს ყოველთვიურად. ამ სივრციდანვეა შესაძლებელი იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად.
თან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ახალაშენებულ ან მშენებარე კორპუსში ბინის საყიდლად 2020 წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის 4%-მდე საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო ასუბსიდირებს 5 წლის ვადით.
Area.ge – აქ ყველაფერია შენი ოცნების სახლის საპოვნელად. ბინის მოძებნა თბილისში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.