ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გახდა

27 აპრილი, 2021 • 1505
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გახდა

პარლამენტმა 86 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა აირჩია.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმაც – “მოქალაქეებმა” და “ევროპელმა სოციალისტებმა”.

“სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი ხელოვნური შეფერხების შემდეგ, ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას. მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ. ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად”, – განაცხადა კუჭავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც შევა პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი