ახალი ამბები

კახი კავსაძე გარდაიცვალა

27 აპრილი, 2021 • 1678
კახი კავსაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე გარდაიცვალა. კავსაძე 86 წლის იყო.

ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო….

Posted by Rustaveli Theatre – რუსთაველის თეატრი on Tuesday, 27 April 2021

კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდასტურდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა ჯანმრთელობის შემდგომი გართულების გამო მისი კლინიკაში დაბრუნება კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძის ხსოვნას დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში წუთიერი დუმილი მიაგეს.

კახი კავსაძე 1935 წლის 6 ივნისს დაიბადა. ის 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მან შეასრულა ისეთი როლები, როგორიცაა ადამი (“ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია (“გუშინდელნი”), დევდარიანი (“საბრალდებო დასკვნა”) და სხვა.

კავსაძის კინოდებიუტი 1950-იან წლებში შედგა. მან 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი